06:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 23:02:04, 882 ნახვა

რეგიონი
გზის რეაბილიტაცია სოფელ ზემო რენეში

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ზემო რენეში, ადგილობრივი მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ავტობანთან დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარის მეორე პრი დაიგო.

ავტობანიდან სოფელში მისასვლელი გზა  წლებია დაზიანებული იყო და მოსახლეობას და ტრანსპორტს  გადაადგილება  უჭირდა.

გზაზე მოეწყო  ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. 

ასფალტირებული გზით მოსახლეობა კმაყოფილია და მადლობას უხდიან დამფინანსებელს, მშენებელს და კასპის მერიას.

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება  პრიორიტეტია მუნიციპალიტეტისთვის.  სოფლის განვითარებისათვის კი გზა აუცილებელია, ამიტომ დაგეგმილი გვაქვს ყველა სოფლის მისასვლელი გზის კეთილმოწყობა. ამჟამად მუნიციპალიტეტში სოფლების მისასვლელი გზების 85%-ია ასფალტირებული და  გავაგრძელებთ  დასრულებამდე - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics