2021-04-26 11:44:51, 541 ნახვა
რეგიონი
აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო 13 სკოლა და 6 ბაღია დახურული
აჭარაში კორონავირუსის გამო 13 სკოლა და 6 ბაღია დახურული. გარდა ამისა, 24 კლასი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.
აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
26 აპრილს აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 121 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან