|
2021-04-07 18:38:58, 696 ნახვა
რეგიონი
მთიან აჭარაში ახალი საპიკნიკე ზონები მოეწყობა
მთიან აჭარაში საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობა წელსაც იგეგმება. ამ ეტაპზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო საპიკნიკე ზონების მოწყობას ქობულეთსა და შუახევში გეგმავს. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკე ზონა ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ჯვარიმინდორის იაილებზე მოეწყობა, რაც მოგზაურებს საშუალებას მისცემს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ. ჯვარიმინდორი ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს, სადაც სააგენტო ტურისტული თავშესაფრის მშენებლობასაც გეგმავს. შედეგად, აჭარაში ყველაზე გრძელ (88 კმ) საფეხმავლო მარშრუტზე მოგზაურებს ეკოსტანდარტებით მოწყობილ ტურისტულ თავშესაფარსა და საპიკნიკე ზონაში დასვენების საშუალება მიეცემათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საპიკნიკე ზონების მოწყობა მთიანაჭარაში გასულ წელს დაიწყო, რის შედეგადაც ჩირუხის მთას, სოფელ კაპნისთავსა და სოფელ შუამთას ტურისტულად მიმზიდველი ადგილები შეემატა. გარდა საპიკნიკე ინფრასტრუქტურისა, სააგენტო მთიანაჭარაში ველოინფრასტრუქტურისა და ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკის პროექტზე, ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებასა და პოპულარიზაციის კუთხით მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)