2021-04-01 11:06:08, 791 ნახვა
რეგიონი
ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.
მოქალაქესმრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამმუშავებელი სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდა მოწყობილი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი დანადგარი დალუქეს.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),