16:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 15:57:42, 777 ნახვა

რეგიონი
შუახევში, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

შუახევში, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, შუახევის მერი მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის: მოისმინეს 2021 წლის პირველ კვარტალში გაწეული საფინასო საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ წარმოადგინა. მიმდინარე წლის პრიორიტეტებით გათვალისწინებული პროგრამების საპროექტო და სატენდერო სამუშაოების მიმდინარეობაზე ისაუბრეს ეკონომიკის, დარგობრივი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა ალი კეკელიძემ და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ომარ აბუსელიძემ.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებაში შეტანილი ცვლილებები, საბჭოს წევრების უფლებამოსილებები და 2021 წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. სხდომა აქტიური კითხვა-პასუხისა და დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ხელმძღვანელმა პირებმა უპასუხეს საბჭოს წევრების შეკითხვებს. განიხილეს ასევე სხვა შემხვედრი საკითხებიც. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიზანია მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics