|
2021-03-30 14:27:53, 708 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ონლაინ შეხვედრა გაიმართ
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, არსებული საზაფხულო საძოვრების რაციონალური განკარგვის თაობაზე, ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (საძოვრების) ერთწლიანი იჯარით გაცემის საკითხი. ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებული და რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერები ად მერიის შესაბამისი თანამშრომლები, ფერმერთა ასოციაციისა და მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული ფერმერები. მიმდინარე წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საპილოტედ მოხდება, საზაფხულო საძოვრების სეზონურად გაიჯარების პრაქტიკის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მეცხოველეობით დაინტერესებულ ფერმერთა საქმიანობასა და სახელმწიფო ქონების რაციონალურად განკარგვას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)