16:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 12:26:23, 688 ნახვა

რეგიონი
ფოთის საზღვაო-საწვრთნელ ცენტრში ამწისა და ტექნიკის სიმულატორის ლაბორატორია გაიხსნება

ფოთში, სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალში - ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში დღეს ოფიციალურად გაიხსნება ამწისა და ტექნიკის სიმულატორის ლაბორატორია, რომ ელიც სასწავლებელს  „ეიპიემ ტერმინალს ფოთი" - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა" გადასცა.

სიმულატორი გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირების საკლასო სწავლებისათვის, როგორებიცაა: სანავსადგურე მობილური ამწე (MHC), გემი-ნავმისადგომი ტიპის ამწე (STS), პნევმოთვლიანი ჯოჯგინა ამწე (RTG), საკონტეინერო ავტომტვირთველი, ჩანგლიანი ავტომტვირთველი და ექსკავატორი. მითითებული თანამედროვე ტექნიკის ტიპებიდან ორი - STS და RTG ამჟამად არ გამოიყენება ქართულ ბაზარზე, თუმცა, მათი მართვის შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდება ფოთის ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურში წარმოქმნილი საჭიროებებიდან გამომდინარე.

ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი, 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა.  თანამედროვე, ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლებელი 1000 სტუდენტზეა გათვლილი. ცენტრში თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 10 ლაბორატორია მოეწყო. საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და სანავსადგურე პროფესიების განვითარებაზეა ორიენტირებული.

"ფოთის საზღვაო ნავსადგურსა" და ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრს შორის დღესვე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics