16:49 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 16:45:41, 746 ნახვა

რეგიონი
ეკატერინე ტიკარაძე აჭარაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  „ასტრაზენეკას" ვაქცინით  პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ზაალ მიქელაძე აიცრა.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმის რესპუბლიკურ  საავადმყოფოში  ჰემოდიალიზის განყოფილება   დაათვალიერა, რომელიც უახლესი თაობის აპარატურითაა აღჭურვილი. მინისტრის განცხადებით,  ახალი განყოფილება საშუალებას იძლევა პაციენტებს ჩაუტარდეს ჰემოდიაფილტრაცია და გახანგრძლივებული ჰემოდიალიზი.

აჭარაში , ეკატერინე ტიკარაძემ  ახალი ლაბორატორიაც დაათვალიერა ,რომელიც  სრულად  აღჭურვილია  უკანასკნელი თაობის  აპარატურით, რაც  პაციენტების სრულფასოვანი კვლევის საშუალებას იძლევა.  საჭირო ინვენტარისა და აპარატურის შეძენა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მოხდა.

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ჯანდაცვის სისტემისთვის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. პანდემიის პირობებში რესპუბლიკურმა საავადმყოფომ მოსახლეობას დიდი დახმარება გაუწია. ადგილზე ჰემოდიალიზის განყოფილებაც დავათვალიერეთ, რომელიც 56 პაციენტს მოემსახურება. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თანამედროვე ლაბორატორიაა, რაც  პაციენტების სრულფასოვანი კვლევის საშუალებას იძლევა“,- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

150 000 ევროს ღირებულების ჰემოდიალიზის აპარატურისა და საწოლების შეძენა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოხდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics