11:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 15:42:30, 687 ნახვა

რეგიონი
კულინარიული მასტერკლასები, საკომუნიკაციო ინგლისური და სერვისის გაუმჯობესება - მთიანაჭარაში ტრენინგები იგეგმება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მთიანაჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის ტრენინგებს გეგმავს. სატრენინგო პროგრამა, რომელზეც დეპარტამენტი მუშაობს საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის არსებულ პირობებში ტურისტების უსაფრთხოდ მიღებას, არსებული სერვისების გაუმჯობესებას, ტურისტული პროდუქტების რეკლამასა და ონლაინსივრცეში ეფექტურად წარმოდგენის სწავლებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, იგეგმება საკომუნიკაციო ინგლისური ენის მოკლე კურსის გაგრძელება საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის. მოკლევადიანი კურსი ტურისტული სერვისების შეთავაზებას, გაყიდვას, მომსახურებას და სხვა იმ მნიშვნელოვან თემებს მოიცავს, რომელიც ტურისტულ ბიზნესში ჩართულ მოქალაქეებს ტურისტებთან კომუნიკაციას გაუმარტივებს.  აღნიშნული კურსის წინა ეტაპები კურორტ გოდერძისა და სოფელ დანისპარაულში მდებარე სასტუმროების, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებმა გაიარეს.

მთიანაჭარაში ადგილობრივი კერძების წარმოჩენისა და კულინარიული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იგეგმება კულინარიული მასტერკლასები მზარეულებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის. მასტერკლასებზე მონაწილეები შეისწავლიან თუ როგორ წარმოაჩინონ აჭარული კერძები ტურისტებთან, როგორ დაგეგმონ, შეადგინონ მენიუ და რა სანიტარულ-უსაფრთხოების ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს კვების ობიექტები.  

დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე, სემინარებსა თუ მასტერკლასებზე დარეგისტრირება მსურველებს ონლაინ ახალ, ვებ-პლატფორმაზე შეეძლებათ, სადაც ტრენინგების განრიგთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ვიდეოგაკვეთილი, სახელმძღვანელო თუ სატრენინგო მასალა, რასაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონში ანხორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics