2021-03-15 11:52:33, 568 ნახვა
რეგიონი
აჭარაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აიცრა
კორონავირუსის პრევვენციის მიზნით, აჭარაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაცია დაიწყო. პირველი აცრა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გაიკეთა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, აჭარაში ვაქცინაციის ცხრა კაბინეტი მოქმედებს, რომელიც რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში არის მოწყობილი.
მისივე თქმით, დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი ვაქცინაციას ჩაიტარებს.
„მსოფლიოში არ არსებობს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის იმაზე ეფექტური საშუალება, ვიდრე ვაქცინაცია, ამიტომ მოვუწოდებ მედპერსონალს, ჩაერთონ ამ პროცესში", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,