2021-03-09 12:13:08, 747 ნახვა
რეგიონი
გურჯაანში, სავარაუდოდ, მშობლების კონფლიქტის დროს 8 თვის ჩვილი გარდაიცვალა
გურჯაანში, სავარაუდოდ, მშობლების კონფლიქტის დროს 8 თვის ჩვილი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ ოჯახში ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხშირი შემთხვევა იყო.
ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„ექსპრესნიუსი“ თემის დეტალებს შსს-ში არკვევს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,