2021-02-24 13:33:54, 611 ნახვა
რეგიონი
კორონავირუსის შემთხვევების გამო, ქობულეთის მესამე საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
კორონავირუსის შემთხვევების გამო, ქობულეთის მესამე საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის საზოგადოებრივ ცენტრში განუცხადეს, კორონავირუსი სკოლის 2 მოსწავლესა და 9 პედაგოგს დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 15 აჭარაში დაფიქსირდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან