08:31 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 14:17:21, 562 ნახვა

სამართალი
დიმიტრი ქუმსიშვილი "რუსთავი2"-ის დაკავებულ მხარდამჭერებზე: თუ ვინმე დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს

"თუ ვინმე დამნაშავეა ის უნდა დაისაჯოს, თუ არაა დამნაშავე, არ უნდა დაისაჯოს", - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "რუსთავი2"-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების დაკავება და მათთვის ბრალის წაყენება.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ის არ არის მოსამართლე,  არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და იმ ინფორმაციას ფლობს, რასაც სხვადასხვა წყაროებიდან იღებს.

"არ ვარ მოსამართლე, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ინფორმაცია მაქვს ის, რომელსაც ვიღებ შესაბამისი წყაროებიდან, თუ ვინმე დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს, თუ არაა დამნაშავე, არ უნდა დაისაჯოს. ლოგიკა მაქვს ძალიან მარტივი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს ბრალი გუშინ  წაუყენეს. დაკავებული 3 პირიდან ორის მიმართ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კიდევ ერთ დაკავებულს მირიან დეისაძეს კი, ხულიგნობასთან ერთად საგამოძიებო ორგანო ადამიანის ცემაშიც სდებს ბრალს. ამ წუთებში კი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics