2015-10-01 18:59:31, 709 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე ეკონომიკური საკითხები და 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მონაწილეობას საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმაში ოქტომბერში იმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან