2015-10-01 17:14:42, 678 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3931 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3857 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0074 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევრო ხვალ 2.6693 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6748 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0055 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან