2015-09-30 17:01:24, 682 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3857 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3816 არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.6748 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6736 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან