22:03 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 15:34:24, 691 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ე.წ. „ნარუშილოვკების“ გაცემის წესი დარეგულირდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სპეციალური საშვები - ე.წ. „ნარუშილოვკები“ შსს-ს 2009 წლის საიდუმლო ბრძანების საფუძველზე გაიცემა. ამის შესახებ შს მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სპეციალური საშვების გაცემის წესი ბუნდოვანია და აღნიშნულის დარეგულირებისთვის მუშაობა დაწყებულია.

"ეს საშვები გაიცემა 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანების საფუძველზე. რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია. ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ბრძანების პროექტი, რომლის მიხედვითაც ამ პროცესის ადმინისტრირება უფრო მარტივი გახდება. ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც გასცდება კანონის ჩარჩოებს. აქვე ვიტყვი, რომ მინების დაბურვის ბრძანება და სხვა რეგულაციები, ამის პროექტები მზად არის," - განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S. -ში პოლიციის უფროსი ლეიტენანტის გიორგი ბაბუნაშვილის ვიდეოინტერვიუ გავრცელდა. როგორც ბაბუნაშვილი ინტერვიუში აცხადებს, ე.წ. „ნარუშილოვკა“ შსს-ს მაღალჩინოსნებმა ნათესავებს დაურიგეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

„2015 წლის 28 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით 27 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება რაიმე სახის გადაცდომა, გენერალური ინსპექცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics