10:32 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-28 10:07:33, 456 ნახვა

რეგიონი
ბუნებრივი გაზის მიწოდება აჭარისა და გურიის რეგიონებს შეუწყდებათ

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  „ექსპრესნიუსს“ აცნობა, დღეს „ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მოხდა დაზიანება.

მათი ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აჭარისა და გურიის რეგიონებს.

„დღეს 28 ნოემბერს, "ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აჭარისა და გურიის რეგიონებს.

დაზიანების აღსადგენად ადგილზე მაქსიმალური მობილიზაციაა ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფების, მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას პრობლემა და ზემოთაღნიშნულ რეგიონებს აღუდგეს ბუნებრივი გაზის მიწოდება. სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics