2015-09-26 09:34:43, 694 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3854 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.3854 ლარი ღირს, გუშინ კი მისი შეძენა 2.3882 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.6645 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.6827 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0182 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან