2015-09-25 16:47:11, 737 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.3854 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.3882 ლარადაა შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 2.6645 ლარი იქნება, დღეს კი, ერთი ევრო 2.6827 ლარი ღირს.
შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0182 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან