2015-09-24 17:39:39, 610 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ჯგუფი“ სტიქიით დაზარალებულ ტანვარჯიშის ფედერაციას, 500 000 აშშ დოლარით დააფინანსებს
„ვითიბი ჯგუფი“, თბილისის წყალდიდობით დაზარალებულ საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციას, ხუთასი ათასი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 25 სექტემბერს, 11:30 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ „ვითიბი ბანკის“ პრეს კონფერენცია გაიმართება.
„ვითიბი ბანკის“ წარმომადგენლებთან ერთად პრეს კონფერენციას დაესწრებიან: სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ტანვარჯიშის ფედერაციის ხელძღვანელობა.
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან