|
2015-09-22 16:13:31, 577 ნახვა
ეკონომიკა
ქართული პროდუქცია საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზეა წარდგენილი
პოლონეთის ქალაქ პოზნანში საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. მასში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებითა და ხელშეწყობით სურსათის მწარმოებელი ქართული კომპანიები მონაწილეობენ. სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე, საქართველოს სტენდზე წვენების, თხილის, მინერალური წყლისა და ღვინის წარმოებელი ქართული კომპანიების პროდუქცია განთავსდა. გამოფენაში მონაწილეობენ შემდეგი კომპანიები: „არომაპროდუქტი“, „კულა“, „ნატექსი/ნატსჯი“, „საგა-2008“, “Anka Fair Trade“, “აერ კომპანი“,“Wine man“, „წყალი მარგებელი“. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ სისტემატურად ეხმარება ქართულ კომპანიებს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო მნიშვნელობის სასურსათო გამოფენებში. ამით ხელი ეწყობა როგორც საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზებას უცხოეთში, ასევე ყალიბდება სათანადო პლატფორმა ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების მიმართულებით. „Polagra Food 2015” საკვები და სასმელი პროდუქტების სექტორში ერთ-ერთი მსხვილმასშტაბიანი ღონისძიებაა, რომლის საგამოფენო სივრცე 65 000-ზე მეტ ვიზიტორსა და 45 სხვადასხვა ქვეყნიდან 1 300-ზე მეტ მონაწილე კომპანიას აერთიანებს, რომელთა შორისაც გადაწყვეტილებათა მიმღებთა (decision-makers) სახით წარმოდგენილია კომპანიები: Aldik, Alma, API Market, Auchan, BAĆ-POL, Carrefour, Chata Poska, Czerwona Torebka, Delikatesy Centrum, Delikatesy Zielony koszyk, Dino, E. Leclerc, Eko, Emperia, EPI Market, Euro Sklep, Eurocash, Grupa Chorten, Grupa PASSA, Hitpol, Intermarche, Jeronimo Martins, Kaufland, Kolporter, LD Holding, Lewiatan, Lidl, Makro, Małpka, Netto, Piotr i Paweł, POLOmarket, Przyjazny Sklep, RABAT Detal, Selgros, Sieć Sklepów Poziomka, Słoneczko, Spar, Grupa Kapitałowa Specjał, Społem, Stokrotka, Tesco, Topaz, Zielony Market, Żabka Polska და სხვა. საერთაშორისო გამოფენა „Polagra Food 2015” 24 სექტემბრამდე იფუნქციონირებს.
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)