|
2015-09-15 15:39:14, 652 ნახვა
ეკონომიკა
ქართულმა ინოვაციურმა სტარტაპმა დუბაის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა მიიღო
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, ბიზნეს აქსელერატორ TURN8-თან ერთად, მობილური და ვებ აპლიკაციების ინოვაციურ ლაბორატორია ჯეოლაბში გამართა კონკურსი ე.წ. “ფიჩინგში”, რომლის საფუძველზეც, აქსელერატორის CEO-მ, კამალ ჰასანმა და სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია გამარჯვებული გუნდი ბიზნეს აქსელერატორის მე-6 რაუნდისათვის. TURN8 ეს არის ბიზნეს აქსელერატორი დუბაიში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არჩევს სტარტაპებს, რომლებიც 4 თვით განთავსდებიან TURN8-ის აქსელერატორში, მოამზადებენ საკუთარი ინოვაციური პროდუქტის ბიზნეს მოდელს და წარადგენს ინვესტორების წინაშე. ინვესტორის წინაშე თბილისში სულ 8 გუნდი წარსდგა. მათგან შეირჩა ერთი საუკეთესო, რომელიც განაგრძობს ინვესტორებთან მოლაპარაკებას. საბოლოო შეთანხმების შემდეგ გუნდი მიიღებს ინვესტიციას $30,000 დოლარის ოდენობით და გაივლის ბიზნესის აქსელერაციის პროგრამას დუბაიში, რაც მათ პროდუქტის განვითარებისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის საშუალებას მისცემს. გამარჯვება მოიპოვა სტარტაპმა სახელად "Pandora's Box". გუნდმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც მრბოლელებს რბოლის დროს, პირდაპირ რეჟიმში, სხვადასხვა ციფრული მონაცემების მოგროვებაში ეხმარება. გუნდის პროდუქტი მონაცემებს ანალიზს და ვიზუალიზაციას უკეთებს, რითაც მრბოლელს უკეთ შეუძლია თვალი ადევნოს როგორც შესრულებული რბოლის დროს დაშვებულ შეცდომებს, ისე სხვადასხვა წარმატებულ მაჩვენებლებს, მათ შორის: რბოლის ტრაექტორია, სიჩქარე კონკრეტულ მომენტში, მოხვევის კუთხეები, პრობლემური წერტილები და ა.შ. მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია დისტანციურადაც. მოწყობილობის გამოყენება კი არის მარტივი, ამისათვის მხოლოდ მისი მანქანაზე ან მოტოციკლზე დაყენება და სმარტფონ აპლიკაციის გააქტიურებაა საჭირო. სტარტაპს უკვე შექმნილი აქვს მუშა პროტოტიპი. TURN8-ის მე-6 რაუნდისთვის მსოფლიოდან სულ 10 გუნდი შეირჩევა. აქსელერატორის პროგრამა სტარტს აიღებს 2016 წლის თებერვლიდან და მის დასასრულს გუნდები დამატებითი ინვესტიციის მოძიებისათვის საერთაშორისო კომპანიებისა და ფონდების აუდიტორიასთან პრეზენტაციით წარსდგებიან. სააგენტო უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს TURN8-თან. აღნიშნული საინვესტიციო ფონდი უკვე რამდენჯერმა დაინტერესდა ქართული ინოვაციებით და ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემით. TURN8-ის მიერ სულ ქართულ გუნდებში უკვე განთავსდა $150,000-ის ოდენობის ინვესტიცია. აქსელერაციის პროგრამა კი 5-მა სტარტაპმა გაიარა, მათ შორის: Deehubs.com, NextMart, Plex,InGlove და s-Mart. Pandora's Box რიგით მეექვსე სტარტაპი იქნება, რომელმაც TURN8-ის ყურადღება მიიბყრო. გუნდების შესარჩევ შეხვედრას ესწრებოდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და აღნიშნა რომ სააგენტოს მიზანია განხორციელდეს ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობა, მაღალი პოტენციალის მქონე ტექნოლოგიური "სტარტაპების" აღმოჩენა და მათთვის გლობალურ ბაზრებზე შესვლის ხელშეწყობა.
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)