03:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 10:03:45, 604 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბათუმში ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

უწყების ინფორმაციით, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რუსლან დ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, "გოლდ სთარ 2002"-ის მოდელის პისტოლეტი, 3 საბრძოლო ვაზნა და ნარკოტიკული საშუალების 3 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0311 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გადაზიდვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics