2015-09-10 17:08:19, 705 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.4014 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.3876 ლარადაა შესაძლებელი.
კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 2.6872 ლარი იქნება. დღეს კი მისი ფასი 2.6622 ლარია.
შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0250 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან