|
2015-09-10 10:28:47, 634 ნახვა
ეკონომიკა
ტყიბულის 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია ერთვება
ტყიბულის 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია “Dongfang Electric”-ი ერთვება - შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კორპორაციის გენერალურ დირექტორს სი ზეფუსა შორის დალიანში დღეს გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის თბოელექტროსადგურის პროექტის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის გაზრდას, ადგილობრივი ნახშირმომპოვებელი ინდუსტრიის განვითარებას და ელექტრონერგიის საექსპორტო პოტენციალის ზრდას. პროექტი, რომელსაც " საქართველოს ინდუტრიული ჯგუფი" “Dongfang Electric”-ის დაფინანსებით განახორციელებს, ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობას. მისი დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ, წლიური გამომუშავება 1 მილიარდი კვტ/ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება 180-200 მლნ აშშ დოლარია. “Dongfang Electric-ი წარმოადგენს უმსხვილეს ჩინურ ჰოლდინგს, რომელიც ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. კომპანიას ნახევარსაუკუნოვანი განვითარების ისტორია გააჩნია. იგი სპეციალიზდება ენერგოგენერაციის ობიექტებისთვის დანადგარების წარმოებასა და ექსპორტში. მაღალი კლასის თანამედროვე ტექნოლოგიებით და წარმოების ხარისხის დონით გამორჩეული კომპანია დიდ როლს ასრულებს ჩინეთის ეკონომიკაში. იგი ჩინური თერმული ენერგეტიკის ბაზრის 1/3 წილს და ჰიდროენერგეტიკის ბაზრის 2/5-ს წილს ფლობს. კომპანია ასევე მოღვაწეობს სხვადასხვა დარგში როგორიცაა: მძიმე მრეწველობა, ელექტრო გადამცემი ხაზების წარმოება და მონტაჟი, სამრეწველო კონტროლის მოწყობილობები, მაღალი ძაბვის დიდი სიხშირის კონვერტორები, ქიმიური დანადგარები. “Dongfang Electric"-ი იკავებს წამყვან პოზიციას ჩინურ ბაზარზე საერთაშორისო კონტრაქტორის როლში და ანხორციელებს პროდუქციის ექსპორტს 30-ზე მეტ ქვეყანაში.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)