2015-09-10 09:52:55, 846 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთში ქართული ღვინო გავა
დალიანში, ქართული ღვინის კომპანია ღვინის ექსპორტს იწყებს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, დალიანის თავისუფალ სავაჭრო ზონასა და საქართველოს ღვინის კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელმოწერის ცერემონიამდე, დალიანის თავისუფალ სავაჭრო ზონის ხელმძღვანელობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან