2015-09-09 09:33:52, 603 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3790 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი 2.3790 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3805 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.6540 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6545 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან