2015-09-08 17:18:16, 676 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ოფიციალური კურსით, 1 დოლარის ღირებულება ხვალ, 2.3790 ლარი იქნება, დღეს კი, 1 დოლარის შეძენა 2.3805 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ხვალ მისი ღირებულება 2.6540 ლარი იქნება. დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6545 ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან