01:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 09:41:24, 592 ნახვა

სამართალი
შსს-მ რუსთავში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული საბა გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე, ჯართის მიმღები პუნქტის ოფისიდან კომპიუტერის 2 პროცესორი, ხოლო ეზოდან ფერადი ლითონი მოიპარა.

„საბა გ-მ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ჯართის მიმღები პუნქტიდან მოშორებით, მიტოვებულ ადგილას გადამალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთი მოპარული პროცესორი თბილისში გაყიდა, ხოლო მეორე ლომბარდში ჩააბარა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, საბა გ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თავისი ნათესავის სახლში, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გადამალული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics