2015-09-08 09:34:37, 628 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3805 ლარი ღირს
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური კურსის თანახმად, 1 დოლარი 2.3805 ლარი ღირს. გუშინ მოქმედი კურსით, მისი ღირებულება ასევე 2.3805 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. 1 ევრო 2.6545 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6495 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან