2015-09-07 17:11:48, 740 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარის ღირებულება კვლავ 2.3805 ლარია
ლარი კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.3805 ლარი ეღირება. დღემდე მოქმედი კურსით, მისი ღირებულება ასევე 2.3805 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 2.6545 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6495 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან