2015-09-05 09:39:36, 709 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3805 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი 2.3805 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3593 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0212 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო 2.6495 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.6476 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან