23:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 09:43:20, 494 ნახვა

სამართალი
შსს-მ ჰააგის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ჰააგის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან ძალადობრივი ქურდობის, გამოძალვის და დამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქურდობისთვის საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ეროვნებით ქართველი, ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ლევან ბ. თბილისში დააკავეს.

„ლევან ბ. 2012 წლის 24 ივლისს ჰოლანდიაში, ოქსმერიის მუნიციპალიტეტში, თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა ჰოლანდიის მოქალაქეს, რომელსაც იარაღის მუქარითა და ძალის გამოყენებით გასტაცა პლასტიკური ბარათი, სამკაული, მობილური ტელეფონები, ანტიკვარული კედლის საათი და 1250 ევრო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ლევან ბ. გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics