2015-09-03 10:27:28, 596 ნახვა
ეკონომიკა
სემეკმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია „თელასის“ ტარიფთან დაკავშირებით დღეს საჯარო სხდომას გამართავს.
სემეკმა სს "თელასისთვის" ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფები უნდა დაადგინოს.
,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტს ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი წარადგენს.
სხდომა სემეკში 12 საათზეა ჩანიშნული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან