2015-09-02 17:16:34, 622 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.3626 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.3644 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0018 ლარი შედგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.6608 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6633 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან