2015-09-01 15:14:58, 711 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში „ვითიბი ბანკის“ ახალი ფილიალი გაიხსნა
დიღომში „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ახალი ფილიალი გაიხსნა.
მომსახურების ახალი წერტილი მდებარეობს დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე, I კვარტალი, კორპუსი 2 ა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფილიალი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულ საბანკო წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი.
წლის დასაწყისიდან, ბანკმა თბილისში და რეგიონში, ხუთი ფილიალი გახსნა. დღეს ვითიბი საქართველოში 34 წერტილით არის წარმოდგენილი.
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან