2015-09-01 09:32:08, 623 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3493 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი 2.3493 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3465 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევრო 2.6324 ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6473 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0149 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან