16:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-25 19:27:43, 719 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული  მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კიდევ ორი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მთავრობის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, 400 ადამიანი დასაქმდება კომპანია „ჯეო ემპექსის“ საწარმოში, რომელიც საფეიქრო, ტექსტილის პროდუქციას გამოუშვებს.

საწარმოს შესაქმნელად „ჯეო ემპექსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა თბილისში, ნინუას ქუჩა N3-ში მდებარე 5312.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. გადაცემული ქონების ღირებულება 812 086 ლარს შეადგენს. კომპანია  საწარმოს შესაქმნელად 4 872 516 ლარის ინვესტიციის განხორციელებასა და პროდუქციის წლიური მოცულობის (პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი) 120 000 ერთეულამდეგაზრდას გეგმავს.

ასევე 100-მდე ადამიანი დასაქმდება არაძვირფასი ლითონების და მათი ნაწარმის  საწარმოში, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობით ჭიათურაში ამოქმედდება. ამისთვის შპს  „ბეიექსს“  ასევე სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა ქალაქ ჭიათურაში, საჩხერის გზატკეცილზე მდებარე 13573.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები,  რომელთა საერთო ღირებულება  149 300 ლარს შეადგენს. კომპანია ვალდებულია საწარმოს შესაქმნელად არანაკლებ 597 200 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics