2015-08-21 16:46:55, 584 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.3336 ლარი ეღირება. დღეს კი მისი შეძენა 2.3271 ლარადაა შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.6342 ლარი ეღირება. დღეს კი მისი შეძენა 2.6005 ლარადაა შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0337 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან