|
2015-01-27 14:17:41, 517 ნახვა
ეკონომიკა
წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1 მილიარდი ლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის მონაცემებს აქვეყნებს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათივე ცნობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.0 მილიარდი ლარით, ანუ 5.4 პროცენტით გაიზარდა და 20.6 მილიარდი ლარი შეადგინა. „2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.0 მლრდ ლარით, ანუ 5.4 პროცენტით გაიზარდა და 20.6 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.4 პროცენტია. უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 76.4 პროცენტი შეადგინა. გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. დეკემბრის თვის წმინდა მოგებამ 93.2 მლნ ლარი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 75.8 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)