13:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 12:36:39, 593 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ყველამ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში კუთვნილი გადასახადები

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან, სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებით, შეხვედრას კიდევ გეგმავს.  
როგორც ხადურმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია სამი პრობლემა მოგვარდეს– გადასახადების გადახდა მოხდეს, ბიზნესს არ ჰქონდეს ბარიერები და პროდუქცია არ გაძვირდეს. 
 „უალკოჰოლო სასმელების წარმომადგენლებს არაერთხელ შევხვდი. ვიყავი ძალიან ბევრ საწარმოში და დავათვალიერე. ახლაც აუცილებლად შევხვდები მათ. ვიცი, რომ ეს საწარმოები მომავალ კვირას, გარკვეულ პიარ კამპანიას გეგმავენ მთავრობის და კონკრეტულად ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამი პრობლემა მოვაგვაროთ. ამასთან დაკავშირებით შეიძლება პატარა წინააღმდეგობაც იყოს.  პირველ რიგში აღრიცხვა უნდა იყოს მოწესრიგებული,  ყველამ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში კუთვნილი გადასახადები და არ უნდა იყოს შავი ხვრელები, რომლებსაც ისინი კონკრეტული მიზნებისთვის გამოიყენებენ.  ბიზნეს არ უნდა ჰქონდეს დამატებითი ბარიერები, და არც აქვთ ასეთი ბარიერები  და ამის გამო პროდუქცია არ უნდა გაძვირდეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური პირველი ნოემრბიდან დიწყებს მარკირების პროცესს. აღირიცხება ყველა პორდუქცია, რომელიც გამოშვებული იქნება ამ სფეროში.ბიზნესს ამისთვის დამატებითი თანხების გადახდა არ მოუწევს. თანხას არ გადაიხდის არც სახელმწიფო ბიუჯეტი და არ მოაკლდება არც ერთ სხვა ხარჯს, რომელიც გათვალისწინებული გვქონდა, პირიქით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სფეროდან ბევრი გადასახადი შემოვა, რომელიც მომავალში არა მარტო სოციალური პრობლემების მოგვარებას მოხმარდება, მოხმარება ასევე ჯანდაცვას,პენსიებს, გზებს, განათლებას და ა.შ. შემოსავლების სამსახურის სხვა შემოსავლებიდან, მას აქვს დამოუკიდებელი შემოსავლების წყაროები, მოხდება აღნიშნული თანხების დაფარვა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სამი პრინციპი იყოს დაცული –ბიზნესმა თავი იგრძნოს დაცულად და ასევე, ყველა ადამიანი, რომელიც ბიუჯეტიდან ელოდება სარგებელს, მიიღოს ეს სარგებელი“, – აღნიშნა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics