13:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 16:43:48, 585 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური „ბეთსონ ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს ულრიხ ბენგსტონს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური „ბეთსონ ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს ულრიხ ბენგსტონსა და მის ქართველ პარტნიორებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნეს გარემო. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ, სახელმწიფოსა და  კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის პრაქტიკაზე.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე ისაუბრა იმ მასშტაბური ღონისძიებების თაობაზე, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში უმასპინძლა. ესენია: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ასევე შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრები, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ევროპის სუპერთასის ფინალი.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში თბილისი უმასპინძლებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა მეექვსე რაუნდს.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაგეგმილია „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აბრეშუმის გზის მომავლით დაინტერესებული სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ტურისტების მოზიდვას, ეკონომიკის განვითარებას.

საუბარი შეეხო ასევე „ბეთსონ ჯგუფის“ სამომავლო გეგმებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებასთან და ადგილობრივი კვალიფიციური საინჟინრო პოტენციალის გამოყენებასთან.

ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ „ბეთსონ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრები თბილისში ნაყოფიერი იქნება და კომპანია ახალი ინვესტიციებით შეძლებს  საქმიანობის გაფართოებას ქვეყანაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics