23:58 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 10:58:02, 776 ნახვა

რეგიონი
ფოთში ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სასტუმროთა ქსელის გაფართოებაა

ფოთში ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სასტუმროთა ქსელის გაფართოებაა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლება ინვესტორებთან კონტაქტების დამყარებაზე ზრუნავს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი კაკულიას დეველოპერული კომპანია შპს ,,სიმეტრია“-ს მეპატრონე, ყაზახეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი შალვა ჯახუტაშვილი და კომპანიის დირექტორი გოჩა ჯაიანი საინტერესო ინიციატივით ეწვივნენ.

შეხვედრისას ითქვა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს ფოთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თანამედროვე ტიპის სასტუმრო ააშენოს. საუბრისას მშენებლობისათვის მიწის გამოყოფისა და სხვა საქმიანი საკითხები გამოიკვეთა. ამ ეტაპზე პირობებისა და პარტნიორული ნიუანსების შეთანხმება მიმდინარეობს. ირაკლი კაკულიამ ინვესტორის წინადადება მოიწონა და სასიკეთო პროექტის განხორციელების საქმეში მხარდაჭერა გამოხატა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics