|
2015-08-11 12:32:27, 607 ნახვა
ეკონომიკა
თეთრ ყურძენზე 35 თეთრი, საფერავზე კი 15 თეთრი სუბსიდია გაიცემა
"რთველი 2015"-ის ფარგლებში, წელს სუბსიდია 1 კგ "რქაწითელსა" და "კახურ მწვანეზე" 35 თეთრი იქნება, 1 კგ "საფერავზე" კი 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცემა. რთველის საორგანიზაციო საკითხების შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი სამანიშვილთან ერთად ისაუბრა. როგორც დანელიამ აღნიშნა, წელს სუბსიდია გაიცემა არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, არამედ პირდაპირ მევენახეებზე. ,,მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა, არამედ პირდაპირ მევენახეებზე. სუბსიდირების ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს. ჩვენ დავასუბსიდირებთ კახეთში რთველს და სუბსიდირების დარჩება ძველი ნიშნულები. ეს გახლავთ 35 თეთრი თეთრი ყურძნის შემთხვევაში, ხოლო 15 თეთრი შავის ყურძნის შემთხვევაში. ყოველივე ეს განაპირობა არსებულმა მდგომარეობამ. ვფიქრობთ, რომ დარგს ჯერ კიდევ სჭირდება წახალისება, თუმცა, არ შევდივართ ფასის ფორმირების ნაწილში“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. ამასთან, როგორც პრესკონფერენციაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, მომავალი კვირიდან საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები გაემგზავრებიან კახეთში, ხოლო საკოორდინაცი შტაბი ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს გაიხსნება.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)