2020-04-04 18:15:43, 15303 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 708 ადამიანი გარდაიცვალა
გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 708 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული რიცხვი ბრიტანეთში დღე-ღამეში გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელია. წინა დღეს ქვეყანაში ვირუსით 684 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ს სულ 4 313 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, როგორც ბრიტანული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 41 903 შემთხვევაა გამოვლენილი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან