2019-04-11 16:13:44, 3167 ნახვა
სხვადასხვა
ინგუშეთში დათვი რესტორნიდან გაიქცა და 2 ადამიანს თავს დაესხა
ინგუშეთის რესპუბლიკის ქალაქ კარაბულაკში დათვი რესტორნიდან გაიქცა და ადამიანებს თავს დაესხა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
„დათვი ქალაქის პარკში მდებარე ერთ-ერთი კერძო რესტორნის ტერიტორიაზე, გალიაში ცხოვრობდა. იქ კიდევ რამდენიმე ცხოველი ჰყავთ“, - განაცხადეს კარაბულაკის ადმინისტრაციაში.
მედია საშუალების ინფორმაციით, დათვი რესტორნიდან 10 აპრილს გაიქცა და 2 ადამიანს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა დათვი მოკლეს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან