13:44 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-17 13:56:27, 3859 ნახვა

სხვადასხვა
ტერაქტის მსხვერპლი 50-მდე გაიზარდა - დაღუპულებების პატივის მისაგებად რაგბის ნაკრებმა ჰაკა შეასრულა

ახალ ზელანდიაში ტერაქტის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. მათ შორის ყველაზე პატარა 3 წლის მუქაად იბრაჰიმია, რომელიც მამასთან და უფროს ძმასთან აბდისთან ერთად მეჩეთში სალოცავად იყო მისული. 

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა მეჩეთებზე თავდასხმაში ბრალდებულის „მანიფესტი“ ტერაქტამდე 9 წუთით ადრე მიიღო. როგორც ჯასინდა არდენი აცხადებს, დოკუმენტში არ იყო მითითებული ბოროტმოქმედის სამიზნეები და თავდასხმის კონკრეტული დრო.

გარდაცვლილებს პატივი მიაგო მსოფლიოში ცნობილმა ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრებმა. მათ ტრაგედიის ადგილზე ჰაკა შეასრულეს. - " სიძულვილს არ აქვს მსოფლიოში და ახალ ზელანდიაში ადგილი" - განაცხადა მორაგბე ვაისაკე ნაჰოლომ.
ახალ ზელანდიაში ტერაქტის მომწყობი 28 წლის ბრენტონ ტარანტი, ულტრანაციონალისტია და თეთრი რასის უპირატესობას ქადაგებდა.   თავდამსხმელის იარაღის ერთ-ერთ მჭიდზე დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები წერია. ქართული წარწერების გარდა, წარწერები სხვადასხვა ენაზე კიდევ რამდენიმე იარაღზეა განთავსებული.
დაკავებამდე თავდამსხმელმა ინტერნეტში გაავრცელა დოკუმენტი, რომელიც ექსპერტებმა ნორვეგიელი ნაციონალისტის ანდერს ბრეივიკის „მანიფესტს“ შეადარეს. ბრეივიკმა 2011 წელს ნორვეგიაში ტერაქტი მოაწყო და 77 ადამიანი მოკლა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics