2017-06-09 14:55:39, 1353 ნახვა
სხვადასხვა
შსს-ს წარმომადგენლებმა Birja Mafia-ს წევრები MDMA-ის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართული რეპ-ჯგუფის Birja Mafia-ს წევრები დააკავეს.
დაკავების მიზეზად უწყებაში ჯგუფის წევრებისგან ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ამოღებას ასახელებენ.
როგორც შშს-ში აცხადებენ, ერთ-ერთი წევრის მიხეილ მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA ამოიღეს, ხოლო კიდევ ერთ პირს იგივე ნივთიერების 2,3342 გრამი.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მეუღლე Birja Mafia-ს წევრების დაკავებას მათ ახალ კლიპს უკავშირებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან