|
2016-08-02 18:53:41, 741 ნახვა
რეგიონი
„ჭაობის“ კეთილმოწყობის სამუშაოები დროზე ადრე დასრულდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ე.წ. ჭაობის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობის და სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში კეთილმოწყობის სამუშაოები ,,ჭაობის'' ტერიტორიაზე აქტიურ ფაზაშია. მათივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ უკვე მოასფალტებული პუშკინის ქუჩა დაათვალიერა და გადამკვეთი ქუჩების - დემეტრე თავდადებულის, ჯაფარიძის, ვაჟა ფშაველას, 26 მაისის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთები. ასევე, ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი და 9 მარტის ქუჩა. ამ ქუჩებზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სანიაღვრე და საკომუნიკაციო სისტემები, ტროტუარებზე დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო ბორდიურები, პანდუსები და უსინათლოთა ბილიკები. ,,ხორციელდება მასშტაბური პროექტი. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. იგება ასფალტის საფარი, სანიაღვრე სისტემები, ბორდიურები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. მოსახლეობას აწუხებს ინფრასტრუქტურა, რაც მოგვარებადი პრობლემაა. დღეს სწორედ იმიტომ გამოვედით, რომ დავათვალიეროთ თუ რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ეს პროექტები"-განაცხადა ზურაბ პატარაძემ. ამ დროისთვის სამუშაოები 26 მაისისა და ვაჟა-ფშაველას ტროტუარებზე მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩებზე უკვე მოწესრიგდა წყლის, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემები. კეთილმოწყობის სამუშაოები, მონაკვეთების მიხედვით, ეტაპობრივად ხორციელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ ქუჩების მოსახლეობას და მაღაზიებში დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა და მათი აზრი მოისმინა. ცნობისთვის, ჭაობის ქუჩების კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტში 19 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად 25 ქუჩაზე უნდა ჩატარდეს. მათ შორის, 19 ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ზიმო-7" ახორციელებს. ამ დროისთვის ერთდროულად 5 ბრიგადა მუშაობს. საერთო ჯამში მოეწყობა 10 კმ-მდე ქუჩა, დაიგება დაახლოებით 120000 კვ.მ. ასფალტის საფარი. (NS)
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)